" />

Community Development Association

Subtitle

Forums

Post Reply
Forum Home > Technology Forum > Open Forum on Green Technologies

Nino Kereselidze
Site Owner
Posts: 23

"მწვანე ტექნოლოგიები" , როგორც ტერმინი, უკვე ხშირად ჩნდება ჩვენს ლექსიკონში, მაგრამ გვაქვს კითხვები ამ ტერმინის არსთან დაკავშირებით?

თუ ზედმიწევნით ვიცით, როგორ "მწვანდება" ტექნოლოგია?

მოდით ვიმსჯელოთ, ვიფიქროთ და, რაც მთავარია, დავსვათ კითხვები. . .

ჩვენი ფორუმი ღიაა ნებისმიერი ტექნოლოგიური ცოდნისა და პროფილის და ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის.

გ ე ლ ი თ ჩვენს ფორუმზე და სიამოვნებით გიმასპინძლებთ 27 და 30 აგვისტოს გარემოსდაცვითი განათლების კვირეულის ფორმატში

--

Nino T. Kereselidze

Founding Member

CDA  Focal Point in CEE

Adviser in BAE

August 26, 2012 at 3:17 PM Flag Quote & Reply

Lili Rostiashvili
Member
Posts: 6

მე პირადად ძალიან მაინტერესებს დენის ტარიფზე ნაგვის გადასახადის მიბმის საკითხ ი; ასეთი ვერსიაც მაქვს გაგონილი, რომ თუ ნამდვილად სწორად ჩატარდა ნაგვის მართვა, ასეთი მიბმა შეიძ;ება გამართლებულიც იყოს; ასევე მაქვს მოსმენილი გიორგი სანაიას გადაცემებში, რომ არ არსებობს ქვეყანა, სადაც ნაგვის მენეჯმენტი ეკონომიკურად თავს ამართლებდეს. 

ჩემი კიხვაა, არის ნარგვის მართვა მწვანე ტექნოლოგია? როგორია მისი ეკონომიკა და სხვა მუნიციპალურ სამსახურებთან გადაკვეთა.

August 27, 2012 at 11:22 AM Flag Quote & Reply

Lili Rostiashvili
Member
Posts: 6

კიდევ ერთ კითხვას დავსვამდი ( რაც ცალკე კითხვებიანი გვერდის შევსების დროს გამიჩნდა), მე როგორც მესმის, არ არის აუცილებელი პირდაპირ გარემოს დაცვის საკითხს უკვაშიკრდებოდეს ტექნოლოგია, იმისათვის რომ იგი მწვანე იყოს. ასეა?

August 27, 2012 at 11:24 AM Flag Quote & Reply

David
Member
Posts: 8

კარგი იქნება 30-ში ძალიან კონკრეტული ყოფითი მაგალითებით ვილაპარაკოთ, მაგალითად ხელოვნური გადახურვები, სადაც ხელოვნური მასალები იხმარება, მათ შორის პლასტმასი, ცელულოიდისა და პლასტმასის ფარული სამამულო წყაროები, ტყის ჩეხვის უალტერნატიულობა ბევრ რეგიონში , და, ვეთანხმები ლილის, ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ ნარჩენები.

?

August 27, 2012 at 11:54 AM Flag Quote & Reply

Salome
Member
Posts: 1

რატომ ითვლება, რომ მწვანე ტენოლოგიებს უფრო ქალები ფლობენ?

August 27, 2012 at 12:12 PM Flag Quote & Reply

Nana
Member
Posts: 1

ბლოგზე უკვე დავსვი კითხვა, კაშხლები და ხიდები მდინარეებზე შეიძლება მწვანე და არამწვანე ტექნოლოგია იყოს? მწვანეს საპირისპირო რა იქნება? - წითელი?

August 27, 2012 at 12:19 PM Flag Quote & Reply

Tamta
Member
Posts: 1

სასურსათო პროგრამებზე არის დიდი ხმაური, ზოგი ამბობს, ხალხამდე არ მიდის პროგრამებიო - აქ მწვანე ტექნოლოგიები არის?

August 27, 2012 at 12:27 PM Flag Quote & Reply

George
Member
Posts: 8

აქვე მინდა შევეხმიანო წინა კითხვას - რა თქმა უნდა, კვების მრეწველობა და სურსათის წარმოება "უმწვანესი" მიდრეკილებითაა - ვიმსჯელოთ ამაზე? საინტერესო თემაა, იქნებ ხვალ გადავაბათ?

--

contact: george@info-cda.org

August 27, 2012 at 12:38 PM Flag Quote & Reply

George
Member
Posts: 8

მე ისევ მინდა მივუბრუნდე "სიმწვანის" მომენტს ტრექნოლოგიებში, მართალია სიმწვანე თავიდანვე მცენარეული თემებიდან წამოვიდა, მაგრამ სინამდვილეში ეს უფრო მეტად სიცოცხლესთან არის ასოცირებული;  პირველი ეტაპი მწვანე სიმბოლიკისა დაკავშირებულია ფერმენტულ სისტემებთან, რაც მოგვიანებით ფიტოქრომის სახელწოდებიტ იქნა ასახული ბიოქიმიურ პროცესებში.

ძალიან უტრირებულად რომ  ვთქვათ, ფიტოქრომი არის ჩართვა-გამორთვაზე აგებული სისტემა, სადაც ლურჯი ფერი არის ჩამრთველი ხოლო წითელი გამომრთველი, სამუშაო ფერი კი მწვანეა.

 

--

contact: george@info-cda.org

August 30, 2012 at 7:30 AM Flag Quote & Reply

You must login to post.